არ გადაწყდა!

დარიცხული ჯარიმები

მოგახსენებთ, რომ ვისარგებლე მითითებული ონლაინ სესხით (თანხა 500) ,სადაც პირველი სესხი არის უპროცენტო .თანხა უნდა დამებრუნებინა 04 ნოემბერს, მაგრამ დროულად ვერ ავანაზღაურე და ვალდებულების გადახდას ვაპირებდი 07 რიცხვში,კომპანიის web-გვერდზე მითითებული ხელშეკრულების თანხამად (8.4 და 8.5 პუნქტების) ვადაგადაცილებულ დღეზე დამერიცხებოდა თანხის 2% და ჯარიმა 50 ლარი ,რაც ჯამში შეადგენდა 80 ლარს და დაკისრებულ ვალდებულება მქონდა გააზრებული. ვადაგადაცილების მეორე დღეს 06 ნოემბერს, მივიღე სმს-შეტყობინება ,სადაც ჩემი ვალდებულება შეადგენდა 930 ლარს ,თურმე დამერიცხა ვადაგადაცილების 2% (20 ლარი)+თანხის აღების დღიდან გადახდის დღემდე დამეკისრა თანხის 2% (310) ლარი + ვადაგადაცილების ჯარიმა 100 ლარი. დავუკავშირდი კომპანიას გასარკვევად ,რომ ეს დარიცხული ჯარიმები არ ედრება მათ გვერდზე განთავსებულ პირობებს,რასაც სესხის აღებისას გავეცანი და დავეთანხმე. თურმე სესხის დამტკიცების შემდეგ გაფორმდა პერსონალური ხელშეკრულება შეცვლილი ტარიფებით და როგორც მათ წარმომადგენელმა ცინიკურად მომახსენა: რატომ ვსარგებლობ ვიღაცა "A" კლიენტზე გაფორმებული ხელშეკრულებით, არადა ვიმეორებ ეს პირობები წერია მათ ოფიციალურ web- გვერდზე და აქვე უპროცენტო სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში რომ პირობები ასეთი სასტიკი იქნებოდა მათი ხელშეკრულების ამ ზოგად პირობებში არსად იყო მითითებული. იგივე წარმომადგენელს ვთხოვე მომხდარიყო უცნაური წარმომავლობის მქონე თანხის 310 ლარის გაუქმება და ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ვაღიარებდი და მეორე დღესვე ავანაზღაურებდი ძირ ვალდებულებასთან ერთად , მაგრამ მისგან პასუხი იყო : თუ ამ თანხის ჩამოწერის თხოვნისთვის მივმართე ერჩივნა დამმშვიდობებოდა და თურმე ისეთი მყარი და სამართლიანი ჯარიმაა რომ,სასამართლოშიც რომ ვიჩივლო ვერ გამიუქმებენ :) .. შექმნილი სიტუაციის გამო მე არ შევიტანე თანხა ,რის გადახდასაც ვაპირებდი , რადგან ძირ ვალდებულებას შევამცირებდი მიზერულით და დანარჩენს ჩამოაჭრიდა ე.წ " ჯარიმები" . შექმნილი სიტუაციის გამო დღეს,ვადაგადაცილების ერთი კვირის თავზე ჩემი ვალდებულება შეადგენს 1000 ლარს.გთხოვთ შუამდომლობას და დახმარებას , მადლობას გიხდით წინასწარ .
13.11.16 11:37, რიტა
პრობლემის განხლვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ თემის შექმნელი, კომპანიის წარმომადგენელი და ჩვენი საიტის ადმინისტრატორი

MoneyMan შეფასებები

4.3
3
მიღების სიმარტივე:
4
გაცემის სისწრაფე:
3.5
სესხის პირობების გამჭვირვალეობა:
5
პროლონგაციის პირობები:
4
მომსახურების ხარისხი:
4.5
მხარდაჭერის სამსახური:
4.5
საჩივრის შეტანა
რეკომენდირებული მსესხებლები