რამდენად სანდოა ონლაინ სესხები?

მიკროსესხი - რას ნიშნავს ეს და მჭირდება თუ არა  ამგვარი მომსახურება?

მიკროსესხები საქართველოში დამკვიდრდა შედარებით ცოტა ხნის წინ, მაგრამ სარგებლობს დიდი პოპულარობით. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავარკვიოთ, რა ახასიათებს მიკროკრედიტს. მთავარი მახასიათებლებია - სესხის შედარებით პატარა თანხა, დაფარვის მოკლე ვადა, მაღალი საპროცენტო განაკვეთი და განხილვის სისწრაფე. ამგვარ სესხებს ძირითადად იძლევიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს საკრედიტო მომსახურების ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი. ბოლო დროს ამგვარ მომსახურებას გვთავაზობენ ბანკებიც, რატომაც არა, ეს ხომ შემოსავლის ძალიან კარგი წყაროა. მოსახლეობაც კმაყოფილია: უმნიშვნელო თანხა მცირე დროით გვჭირდება ყველას. მგელიც მაძღარია - ცხვრებიც ცოცხალია! ამიტომ მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება შეთავაზებაც.

მიკროსესხის აღების ზოგადი პირობები

მიკროსესხების თანხა მერყეობს საშუალოდ 50 – 500 ლარამდე, ზოგჯერ, ხანგრძლივი თანამშრომლობის შემთხვევაში,  შეიძლება ავიდეს 1000 ლარამდე. მიკროკრედიტების მთავარი დადებითი მახასიათებელია მათი სწრაფი გაცემა. ჩვეულებრივი სესხის დამტკიცებას სჭირდება მხოლოდ15 – 30 წუთი, ხშირ შემთხვევაში სესხის თანხის მიღება შესაძლებელია თქვენ პირად საბანკო ბარათზე, რამდენიმე  წუთში კი - ეს ხდება, როდესაც თქვენ ერთ მიკროსაფინანსო დაწესებულებასთან ხანგრძლივად თანამშრომლობთ და თქვენი შევსებული ანკეტა უკვე შეტანილია ბაზაში. ალბათ დამეთანხმებით,  5 – 30 წუთი და საათობით დგომა ბანკის განყოფილებაში - ას შედარება არ არის ბანკების სასარგებლოდ. საბუთების შეგროვება?რამდენი ცნობა და საბუთი უნდა მიიტანოთ ბანკში სესხის  ასაღებად, ალბათ ყველამ იცით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კი, ინტერნეტის საშუალებით თქვენ აგზავნით მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას - ხშირ შემთხვევაში ესეც საკმარისია. აგზავნით საიტზე განლაგებულ ანკეტას და რამოდენიმე წუთში ღებულობთ ფულად თანხას. კავშირი კლიენტთან ხდება ინტერნეტით, ამიტომ მიკროსესხებს უწოდებენ ონლაინ - სესხს. მაგრამ თაფლსაც ახლავს სიმწარე - მინუსებიც საკმარისია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია  მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთი. ის იმდენად დიდია, რომ უმეტეს შემთხვევაში, მიკროსაფინანსო დაწესებულებების საიტებზე მითითებულია თვიური, კვირეული და ზოგჯერ კი, საერთოდ, დღიური საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში ეს 1 – 2 % დღეში. პირველი შეხედულებით წლიური პროცენტი ყაჩაღობაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიღებთ სესხს 5 - დან 30 დღემდე, ამიტომ დანაკარგი დიდ თანხას არ შეადგენს. დიდი პროცენტების კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია - დაუბრუნებლობის დიდი ალბათობა. მიკროსესხების გაცემა დაკავშირებულია დიდ რისკებთან - ძალიან ძნელია შეაფასო მსესხებლის გადახდის უნარიანობა მხოლოდ მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სესხის დაუბრუნებლობის მაღალი სავარაუდო რისკი ჩადებულია  საპროცენტო განაკვეთში. კიდევ აღსანიშნავია, რომ ონლაინ - სესხების მომხმარებელთა მიზნობრივი აუდიტორია ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ბანკებში: უმუშევრები, დიასახლისები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები,  პენსიონრები, სტუდენტები, და, უბრალოდ ისინიც, ვისაც არც დრო აქვთ და არც სურვილი ირბინონ ბანკებში.  ასაკობრივი ცენზიც საქმაოდ ფართოა: ხშირ შემთხვევაში 20 - დამ 65 წლამდე, ზოგჯერ კრედიტს აძლევენ 18  წლიდან. საქართველოში ბევრია მაღალმთიანი რეგიონი, სადაც ბანკები ნაკლებადაა წარმოდგენილი. ეს ნიშა დაიკავა მიკროსაფინანსო დაწესებულებებმა. ნამდვილად, სავარაუდო კლიენტების აუდიტორია მრავალრიცხოვანია და მრავალფეროვანი.

აწონ -დაწონეთ ყველა პლიუსი და მინუსი და გადაწყვიტეთ ონლაინ სესხის აღება?

 ამ საქმეშიც გამოგადგებით და გაგაცნობთ მიკროკრედიტის აღების წესებს.პირველი ნაბიჯი - შედიხართ თქვენთვის სასურველი მიკროსაფინანსო დაწესებულების საიტზე და ავსებთ სპეციალურ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი, სამუშაო ადგილი, თვიური შემოსავალი და ა.შ. დოკუმენტებიდან, ჩვეულებრივ,  გჭირდებათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გადაწყვეტილებას სჭირდება წუთები და ფული თქვენს ხელთაა. სიმარტივის მიუხედავად, მინიმალური მოთხოვნილებები მსესხებლების მიმართ მაინც არსებობს. როგორც წესი ეს ასაკი, მოქალაქეობა და  მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მიკროსესხების დაფარვის პირობები სხვადასხვა დაწესებულებაში განსხვავებულია. ეს ჩვეულებრივ, საკრედიტო ვადის ბოლოს მთლიანი თანხის და ზედ დარიცხული პროცენტების ერთიანი დაფარვა,  შეიძლება აგრეთვე იყოს ანუიტეტური გადასახადი -  ყოველკვირეული. სესხს ფარავთ ან პარტნიორ - ბანკის განყოფილებაში, ან ბანკომატებში, ან საბანკო ბარათის მეშვეობით. ვადაგადაცილება მაქსიმალურად უნდა აიცილოთ თავიდან, რადგან საჯარიმო სანქციები საკმაოდ მკაცრია - ჩვეულებრივ, ორმაგი საპროცენტო განაკვეთი ყოველ გადაცილებულ დღეზე. მაგრამ აქაც კლიენტებს აძლევენ შეღავათს: ბევრ დაწესებულებებში არსებობს გადავადების პროცედურა - გარკვეული თანხის საფასურად თქვენ გადაწევთ გადახდის ვადას. არსებობს კიდევ ერთი სერვისი: უმეტეს მიკროსაფინანსო დაწესებულებაში პირველი სესხი უპროცენტოა.

სად მოვიპოვოდ საჭირო ინფორმაცია მიკროსაფინანსო დაწესებულებების შესახებ?

როგორც ხედავთ, მიკროსესხების გაცემის პირობები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად იდენტურია, ბოლო ჯამში მრავალფეროვანია და განსხვავებულია ყველა მიკროსაფინანსო დაწესებულებაში. ონლაინ - სესხების გამცემი კომპანია საქართველოში მრავლად არის წარმოდგენილი და  მათი ჩამონათვალი და სრული ინფორმაცია სესხების გაცემის პირობების შესახებ დაწვრილებით და მოხერხებულად  განლაგებულია ჩვენს საიტზე. შედიხართ საიტზე, ყურადღებით ეცნობით ინფორმაციას, აკეთებთ შედარებით ანალიზს და ღებულობთ თქვენთვის ყველაზე უფრო  მორგებულ შეთავაზებას.